|

პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და ქმედებებს აფასებს. დეპუტატის თქმით, „ხალხის ძალის" წევრები იყვნენ პირველები, ვინც აშშ-ის მაშინდელ ელჩს დასავლეთის ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით მიმართა.
მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში არეულობის მსურველების ზურგს უკან არიან ამოფარებული, ეს კი არც მეგობრობაა და არც პარტნიორობა. ყაველაშვილის თქმით, უცხოელი პარტნიორები ცდილობენ საზოგადოების ნაწილზე იმოქმედონ და მათი საშუალებით ქვეყანაში რევოლუცია მოაწყონ. დეპუტატი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად არჩევნებს ელოდებიან.
„ხალხის ძალა" იყო პირველი, ვინც გავბედეთ და მივმართეთ აშშ-ის მაშინდელ ელჩს, რომ ორმაგი სტანდარტი და ასეთი მიდგომა მიუღებელია, არ არის სწორი არც პარტნიორული და არც მეგობრული თვალსაზრისით. ამიტომ ვთხოვეთ, ნუ გააკეთებენ ისეთ საქმეს და ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც ავნებს ჩვენს ურთიერთობას. მაშინ პირდაპირ ვუთხარით და ახლაც ვუმეორებთ - ნუ ხართ იმ ძალების ზურგს უკან ამოფარებული, რომლებიც ცდილობენ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით მოიპოვოთ ხელისუფლება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. სიმშვიდის და ჩვენი პოზიციის სიმყარის გარანტია ჩვენთვის არის საზოგადოება, ქართველი ხალხის უმრავლესობა, რომელიც მყარად დაუდგა ჩვენს ხელისუფლებას ამ სიტუაციაში და ამას ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება. ამ ხალხის რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება. ისინი ცდილობენ იმოქმედონ საზოგადოების ნაწილზე, რომ დააზარალონ ხელისუფლება, როგორმე მოხდეს ძალადობრივი ქმედებები, რასაც გამჭვირვალობის კანონთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა. ახლა ალბათ დაელოდებიან არჩევნებს - იქნებ მაშინ გამოვიდეს ეს ამბავი."- აღნიშნა ყაველაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|