რეზონანსი
14.06.2024

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრ ნიკა კვეკვესკირს ფრანგულმა გამოცემამ beIN SPORTS მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესახებ ჰკითხა. ამაზე პასუხად, კვეკვესკირმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ სანიოლი საქართველოს ეროვნული გმირია.

მისი თქმით, ვილი სანიოლმა გუნდში დისციპლინა, სამუშაო ეთიკა და სწორი ტაქტიკა შემოიტანა, რამაც გაამართლა და საქართველო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა.

„შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. მასზე ბევრი რამის თქმა შემიძლია, რადგან დიდ პატივს ვცემ. დისციპლინა, სამუშაო ეთიკა, ტაქტიკა, რომელიც მას ჩვენს გუნდში შემოაქვს - ამ ყველაფერმა ჩვენთვის ძალიან კარგად იმუშავა. ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და თამაშიდან თამაშიდან ვვითარდებით. შემიძლია, ის ძალიან შევაქო, მაგრამ თანაგუნდელები დამცინებენ, რადგან მწვრთნელის შესახებ ამდენ კარგს ვამბობ. თუმცა, მისი შედეგები მეტყველებენ მასზე. ის ერთ-ერთი ეროვნული გმირია, ფრანგია, მაგრამ საქართველოს ეროვნული გმირია", - განაცხადა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×