რეზონანსი
14.06.2024

საქართველოში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა ყოველწლიურად იკლებს. 2020 წლის დასაწყისში სოფლად 1 522 400 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში კი მათი რიცხვი 1 440 400-მდე შემცირდა. მცირედით, თუმცა კლებაა ქვეყნის მოსახლეობაში სოფლის მოსახლეობის წილის კუთხითაც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს სოფლად მცხოვრებთა წილი 41% იყო, 2024 წელს კი 39%-ია.

ამასთან, აღსანიშნია, რომ თითქმის ყოველწლიურად მატულობს დედაქალაქ თბილისში მცხოვრებთა რიცხვი. 2024 წლის მონაცემებით, მათი რაოდენობა 1 258 500-ია, 2023 წელს - 1 241 700 იყო, 2022 წელს - 1 201 800.

ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისის მონაცემებით, საქართველოში 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს, 2023 წელს კი - 3 736 400 იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×