რეზონანსი
14.06.2024

სელფი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ერონვული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს. სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ. შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს დახვდებათ სელფის საჩუქრები. სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, ფანზონას ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთა არველაძე - დორტმუნდში, თემურ ქეცბაია - ჰამბურგში და  ლევან ყენია - გელზენკირხენში. 

ფანზონების განთავსების მისამართებია:

დორტმუნდი: The Londoner |18 ივნისი 

ჰამბურგი: Klempau`s Paulaner | 22 ივნისი

გელზენკირხენი:  Fankeipe auf Schalke  | 26 ივნისი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×