რეზონანსი
14.06.2024

ოპოზიციის გადაწყვეტილებას, მხარი არ დაუჭირონ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტს, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ოპოზიციურ ძალებს, ერთი მხრივ, წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის დაკარგვა არ სურთ, თუმცა, მეორე მხრივ, დონორების დაკარგვისაც ეშინიათ. ხელისუფლების ოპონენტები ამ დრომდე კვლავ საპარლამენტო ბოიკოტს მიმართავენ.

„ნისლით ცდილობენ შებურონ ადამიანები, რომლებიც მსუყედ იკვებებიან გრანტებით, ლგბტ პროპაგანდის პედალირებით. რა თქმა უნდა, მათ პასუხი არ აქვთ ქართველი ხალხის წინაშე, ისინი საკმაოდ მხდალები არიან ამისთვის, რომ თქვან, - დიახ, ვემხრობი. და თუ არ ემხრობიან, მაშინ ისეთ მწარე ალიყურს მიიღებენ თავიანთი დონორებისგან, რომ ცოტა არ მოეჩვენებათ“, - აღნიშნა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×