რეზონანსი
13.06.2024

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ნაკრებს სურს, ჩემპიონატზე თავისი სახელი დავტოვოს და ისტორიის ახალი ფურცელი დაწეროს. მან საქართველოს ნაკრების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან დიდი ოცნება იყო, ალბათ, ყველა ქართველისთვის, ქართველი ფეხბურთელისა და ყველა გულშემატკივრისთვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან ტურზე ჩამოვსულიყავით. მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირებია ფეხბურთელისთვის, რადგან შენი ქვეყნის სახელით თამაშობ, შენი ქვეყნისთვის თამაშობ და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენი ქვეყნისა სახლი გაგაქვს. ამაზე ყველა ერთად ვოცნებობდით და როდესაც ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის იყო ყველაზე ბედნიერი დღე. დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ, რომ ამ ჩემპიონატს უბრალოდ დავესწროთ. ჩვენ გვინდა, ამ ჩემპიონატზე ჩვენი სახელი დავტოვოთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×