რეზონანსი
13.06.2024

პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების შესახებ. თემაზე დღეს კახი კალაძემ და შალვა პაპუაშვილმა ისაუბრეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღემდე არ არის პრეზიდენტის ხელმოწერა საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და საწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ ეს ოცნების კიდევ ერთი პროპაგანდაა.

"ახლა ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს "ქართულმა ოცნებამ", რა შუაშია სალომე ზურაბიშვილი, მასთან ერთად არსად არ დგებიან და ახლა მოენატრათ ზურაბიშვილი? მე არ მჯერა ამ პროპაგანდის,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის ბექა ლილუაშვილის თქმით, კი ყველამ თავი უნდა დაანებოს სპორტსმენების ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდების წერას.

"ძალაუფლების გახანგრძლივების გარდა საერთოდ არაფერი არ აინტერესებთ მათ არც რაიმე ეროვნული და არც სპორტი მათ შორის, დაანებოს ყველამ თავი ქართველი, წარმატებული, ღირსეული სპორტსმენებით პოლიტიკური დივიდენდების დაწერას,"- აცხადებს ლილუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×