
სასტიკად ნაცემი აქტივისტის, ზუკა ბერძენიშვილის მამა, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი, დავით ბერძენიშვილი თბილისის ცენტრში მომხდარი ანგარიშსწორების უკან, შალვა პაპუაშვილის მიერ, მოძალადეების წახალისებას ხედავს:
"ჯგრო... პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე"- წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.
ზუკა ბერძენიშვილი სასტიკად რამდენიმე საათის წინ სცემეს.
თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ზუკა ბერძენიშვილი იყო ნახსენები.