რეზონანსი
11.06.2024

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრნენ თავს დაესხნენ. ინფორმაციას Facebook-გვერდზე აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს. 

მისი თქმით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. 

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს ბარკერი. 

თავდასხმიდან ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×