რეზონანსი
11.06.2024

ამ კანონპროექტის განხილვა მიზნად ისახავს განსაკუთრებით არასრულწლოვანების დაცვას იმ პროპაგანდისგან და იმ პოლიტიკისგან, რომელიც რიგი ქვეყნის შემთხვევებში ძალიან თვალნათელია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიცია რადიკალურად არ ეთანხმება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონპროექტს. გაბედავენ თუ არა ეს ღიად განაცხადონ, ჩვენი ამომრჩევლისთვის მიმანიშნებელი იქნება, რომელი პოლიტიკური პარტია რა იდეოლოგიის მატარებელია“, - აღნიშნა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×