რეზონანსი
10.06.2024

"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის" კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, 5 დღით საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ.

კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა. კონფერენციაში მონაწილეობენ ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მერები. ვიზიტი დაფინანსდა "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის" მიერ. ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღო შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×