რეზონანსი
10.06.2024

ვფიქრობ, ამ თამაშის პოზიტიურად დასრულება, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, იმიტომ, რომ კარგ ხასიათზე ჩავალთ, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მონტენეგროსთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“კარგი სპარინგი იყო, მით უმეტეს, კარგ მეტოქესთან. ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ მათ, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ ჩემი მოსაზრებით. ბევრი ახალი რაღაც, რაც გვქონდა ტაქტიკურად, გამოვიყენეთ. ვცადეთ ახალი რაღაცები, რაც მწვრთნელთან ერთად გავიარეთ და ვამზადებდით ამდენი ხანი. ვფიქრობ, ეს თამაში წაგვადგება ჩვენ ევროპის ჩემპიონატისთვის“, - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში მონტენეგრო დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც პოდგორიცაში გაიმართა, საქართველოს სასარგებლოდ, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×