რეზონანსი
09.06.2024

ირაკლი კობახიძემ არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე ისაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ არჩევნების საბოტაჟის მცდელობა იმ გეგმების ლუსტრაციაა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციას აქვს.

„ელექტრონული წესით იქნება უზრუნველყოფილი ხმის მიცემა და ხმების დათვლა, ამომრჩევლის რეგისტრაცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არსებითად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცედურების ხარისხს. ასეთ დროს, როდესაც ვხედავთ რაღაც საბოტაჟის მცდელობას არჩევნების დელეგიტიმაციისთვის წინასწარ ფონის შექმნის მცდელობას, ეს არის ძალიან სამწუხარო. რეალურად, ამით ხდება ყველაფრის ლუსტრაცია - რა შეიძლება ჰქონდეს დაგეგმილი ქვეყანაში რადიკალურ ოპოზიციას", - მიიჩნევს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×