რეზონანსი
09.06.2024

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე საუბრისას განაცხადა, რომ უსაგნო და უარგუმენტო სანქციები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მსოფლიოში ცვლილებებია საჭირო, რომ გადატვირთვა მოხდეს.

„არ შეიძლება ასე და ეს ლიბერალური ფაშიზმი, რაც გამეფებულია მსოფლიოში დიდხანს ვერ გასტანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის არჩევნები თავის შედეგს მოიტანს და ეს ლიბერალური ფაშიზმი დამარცხდება. ასვე ველოდები, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიდი ცვლილებები მოხდება არჩევნების შემდეგ იმიტომ, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. უსამართლობის ზეიმი და ზენიტია“, - აღნიშნა ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×