რეზონანსი
08.06.2024

საქართველო ანგარიშში არაერთხელაა ნახსენები და ასეთი საინტერესო დასკვნა აქვს კვლევის ავტორებს, რომ მთელ მსოფლიოში თავისუფლება თანდათანობით, მეთოდურად და ნელა უმჯობესდება, მაგრამ ორი ქვეყანაა გამორჩეული ნახტომისებური პროგრესით - საქართველო და ხორვატია, - ამის შესახებ „ ქრონიკაში" ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ „ატლანტიკური საბჭოს" რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

„2012 წლიდან, 10 წლის განმავლობაში საქართველომ რეიტინგში 23-საფეხურიანი პროგრესი განიცადა და ამ გაუმჯობესებისა და ადგილების მიხედვით არის მსოფლიოში მე-7, ევრაზიაში მე-2 და ევროპაში პირველ ადგილზე. ყველა ფაქტორით, ყველა მაჩვენებლით, ყველა კომენტარით საქართველო არის გამორჩეული როგორც რეფორმატორი, როგორც თავისუფლების გამაუმჯობესებელი ქვეყანა", - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×