რეზონანსი
08.06.2024

მოკლული ქართველი გოგოს გამო ესპანეთში აქციები დაიწყო - ხალხი ქუჩაში პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად გამოდის.

"ესპანელი მეზობლების სოლიდარობა გარდაცვლილ ქართველ გოგონას. სასწაული ხდება აქ. მეზობლებს ფანჯრები მორთული აქვთ იასამნისფერი ლენტებით. მისი საყვარელი ფერი ყოფილა, მთელს ქუჩაზე, მეტროს ამოსასვლელში ,ყველგან წარწერები, პლაკატები, სანთლები.." - წერს სოციალურ ქსელში მაკო სამხარაძე და ვიდეოს ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში ქმარმა ქართველი მეუღმე სასტიკად მოკლა. მოკლული 32 წლის ნათია გულბანია, მკვლელობისთვის კიმისი ქმარია დაკავებული. გარდაცვლილი ქალის მეზობლები ჰყვებიან, რომ ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მეზობლის ბინიდან ჩხუბის ხმა შემოესმათ და პოლიცია გამოიძახეს. ისინი რამდენიმე დღის დაქორწინებულები იყვნენ.

თავდაპირველად ესპანელი სამართალდამცველები საქმეს სუიციდის მუხლით იძიებდნენ, თუმცა, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, გამოძიება მალევე გადაკვალიფიცირდა. , ბარსელონის ქალთა მიმართ ძალადობის მეოთხე სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 32 წლის კაცს ცოლის აივნიდან შესაძლო გადმოგდების ბრალდებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×