რეზონანსი
08.06.2024

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი მდინარე ფსოუზე გამშვებ პუნქტზე კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.

როგორც ბჟანია ამბობს, მდინარე ფსოუზე ძველი საფეხმავლო ხიდის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

„ეს გაამარტივებს ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთას. მაგრამ, დროთა განმავლობაში ველოდები, რომ ჩვენ მივალთ ურთიერთობების ისეთ ეტაპამდე, როდესაც გამშვები პუნქტი საჭირო არ იქნება. საზღვარი იქნება, მაგრამ საგუშაგო საჭირო აღარ იქნება", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×