რეზონანსი
08.06.2024

ბენიამინ ნეთანიაჰუ უსაფრთხოების ძალების მიერ ღაზაში მძევლების გადასარჩენად ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას მიესალმება.

„თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ ისრაელი ტერორიზმის წინაშე არ ნებდება და მძევლების სახლში დასაბრუნებლად კრეატიულობითა და სიმამაცით მოქმედებს, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ. უკან არ დავიხევთ, სანამ მისიას არ შევასრულებთ და ყველა მძევალს, როგორც ცოცხალს, ისე გარდაცვლილს, სახლში არ დავაბრუნებთ", - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად, „ჰამასის" ტყვეობიდან 4 მძევალი იხსნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×