|

ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში" ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სავიზო შეზღუდვებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება", რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან.
„ჩვენზე ზემოქმედების ათასი ვერსია შეიძლება მოიფიქროს ნებისმიერმა ქვეყანამ. განვლილმა პერიოდმა და ამ დემონსტრაციებმაც ალბათ ყველას ნათლად დაანახა, რომ აქ არ არის საქმე ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის მიღება-არმიღებაში. აქ არის იმაზე, რამდენად ვმართავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ფაქტობრივად პოლიტიკურ ფარად არის გადაქცეული „ქართული ოცნება", რომელიც იცავს ქვეყანას და მოსახლეობას სხვადასხვა საგარეო რისკისგან, მათ შორის ომისგან. ყველამ კარგად დაინახა, რომ ომის რისკი რეალური იყო და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით იქნა აცილებული", - აღნიშნა წილოსანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები ოფიციალურად გამოაცხადა. სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტი მოიცავს „ქართული ოცნების" პარტიის წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება სასანქციო სიაში მოხვედრილი პირების ოჯახის წევრებს.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|