რეზონანსი
06.06.2024

ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად დაიწყო. ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დღეს, ნიდერლანდებში დაიწყო. ნიდერლანდებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:30 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მოსახლეობა ევროპარლამენტის 720 წევრს 6-9 ივნისს ირჩევს.

წელს, ევროკავშირის სახელმწიფოების უმეტესობის მოსახლეობა ევროპარლამენტის არჩევნებში ხმას 9 ივნისს მისცემს და საბოლოო შედეგების გამოქვეყნებაც კვირას, საღამოს მოხდება.

ცნობისთვის, ევროკავშირის ბევრ სახელმწიფოში ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარე კვირის დასაწყისში დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ესტონეთში ხმა უკვე 63,125-მა ადამიანმა მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×