რეზონანსი
05.06.2024

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა კონგრესში გამართულ მოსმენებზე მედიასთან ისაუბრა.

„მას შემდეგ რაც ბრიუსელში საქართველო ვერ დააზიანეს, ახლა ცდილობენ რომ ვაშინგტონში გააკეთონ იგივე. საბოლოო ჯამში, იქაც არაფერი გამოუვათ გარდა იმისა, რომ საკუთარ მოღალატეობრივ ბუნებას ანახებენ ჩვენს საზოგადოებას. ეს ადამიანები წარმოადგენენ იქ საქართველოს ღალატს და ამბობდნენ, რომ თურმე ცრუ ბრალდებებზე დაფუძნებული დასმენები არის ნორმა", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

„საქართველოს სუვერენიტეტის და დემოკრატიის მხარდაჭერა" - ამ სახელწოდებით აშშ-ის კონგრესში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე მოსმენა გაიმართა, სადაც ე.წ. მოწმის სახით „ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი იყვნენ მიწვეული. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×