რეზონანსი
05.06.2024

ვინც არ დაუჭერს მხარს პროპაგანდის შეზღუდვას, ის ავტომატურად მხარს უჭერს პროპაგანდას. ეს არის ძალიან მარტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს ეხებოდა, რომელიც "ოცნებამ" გუშინ დააინიცირა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები.

„ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები, სხვადასხვა საზოგადოების მაგალითზე ამის თქმა შეიძლება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი პროპაგანდისგან დავიცვათ საქართველოს მოსახლეობა, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×