|

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა. პროექტი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
ცვლილებების პროექტი მოიცავს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პარამეტრებს, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი და მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად არის მნიშვნელოვანი. კერძოდ, 2030 წლის 31 დეკემბრისთვის მიღწეული უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი, რომ განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება რაოდენობრივად აღემატებოდეს ადგილობრივად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგეტიკულ სექტორში იმ სტრატეგიული პარამეტრების განსაზღვრა, რაც სამომავლოდ უზრუნველყოფს, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ენერგორესურსებზე ნაკლებ დამოკიდებულებას და ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. ასევე, უზრუნველყოფს ადგილობრივი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობას და სახელმწიფო ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის ეფექტურ განხორციელებას.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|