რეზონანსი
03.06.2024

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზადაა კვოტების ნახევარი სხვა პარტიების გაუნაწილოს. ამ თემაზე მან სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს ისაუბრა და თქვა, რომ ამისთვის პარტიების რეიტინგების დათვლაა საჭირო.

"ნაციონალურ მოძრაობას მე მინდა მოვუწოდო, რომ დავთვალოთ რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას, ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად განაწილება არ გამოვა, იმიტომ, რომ ამომრჩეველი წარმოდგენილი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებლებიც ვიყავით. ნახევარი ჩვენი, რაც რეიტინგი დაჯდება, წინასწარ კვოტების მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ, ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ძალიან დიდი პროვოკაციები მზადდება, ძალიან ბევრი დაპატიმრებები იქნება ალბათ, იგორ ნარმანიას იჭერენ, ზურა ჯაფარიძეს უპირებენ დაჭერას, ნოდარ მანაგაძეს და უამრავ სხვა ადამიანს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი განცხადებით, ოპოზიციას უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ნორმალური არჩევნების ჩატარებას. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×