|

ხვალინდელი დღიდან 60 დღის ვადაში, იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ უკვე დადგება ვალდებულება იმ ორგანიზაციების, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდნენ ამ პორტალში და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები, - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა.
„რაც შეეხება განცხადებას, კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, არადემოკრატიული ქცევაა და ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის სულისკვეთებას და ეწინააღმდეგება მათივე დეკლარირებულ პრინციპებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა ვცხოვრობდეთ. კანონი მიღებულია. ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი და ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება თუ არ მოხდება დეკლარირება. როდესაც ვისმენთ ზოგიერთი არასამთავრობოს განცხადებას, კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით, ყველას მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას, თუ მათ კანონის ტექსტი არ მოსწონთ, თავად რატომ არ იღებენ ვალდებულებას ხალხის წინაშე, რომ ნებაყოფლობით, პროაქტიულად იყვნენ გამჭვირვალე ხალხის მიმართ. თავად რატომ არ იღებენ ამ ვალდებულებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|