რეზონანსი
02.06.2024

“ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტად მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანებას!” , – დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, დღეს – 2 ივნისს, 20:00 საათზე “რუსული კანონის” საწინააღმდეგო მარში გაიმართება. აფხაზეთიდან დევნილები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

“აფხაზეთის დაბრუნება ევროინტეგრაციაშია! შემოგვიერთდით და მხარი დაგვიჭირეთ, ვისაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გესახებათ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებით! ჩვენ აფხაზეთში ღირსეულად უნდა დავბრუნდეთ! მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტად მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანებას! შინ ევროპაში!”, – წერს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×