რეზონანსი
02.06.2024

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა, გასული დღის განმავლობაში, ღაზის სექტორში 30-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის არმიის ცნობით, სამიზნეები მოიცავდა ჰამასის ინფრასტრუქტურას, იარაღის საწყობებს და შეიარაღებულ პირთა უჯრედებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ღაზას ქალაქ რაფაჰში ნაჰალის ბრიგადის ჯარისკაცებმა სარაკეტო გამშვებს დაარტყეს რამდენიმე წუთში მას შემდეგ, რაც ის მოწინააღმდეგემ ისრაელის ჯარებზე თავდასხმისთვის გამოიყენა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×