|

ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს „ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის „სირცხვილიას" წევრები მმართველი გუნდის დეპუტატების მიმართ შეურაცხმყოფელ სატელეფონო ზარებს ახორციელებენ. როგორც ის აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. ,,ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება. ორი წელი ამ ყველაფერზე ველაპარაკებოდი და ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, საპასუხოდ მხოლოდ ზედაპირულ და დაუდევარ დამოკიდებულებას ვიღებდით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. მათი მხრიდან დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იქნებოდა ერთ-ერთი ზომა ამგვარი შემთხვევების პრევენციისთვის," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|