რეზონანსი
31.05.2024

ლიეტუვაში როდესაც იბარებენ საქართველოს ელჩს საქართველოში კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ეს, რა თქმა უნდა, საჭიროებს რეაგირებას. ეს არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მანვე ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში აქციაზე გამოსვლას შეეხებოდა, გაუგებარი უწოდა.

„რაც შეეხება ესტონეთში გაკეთებულ განცხადებას, ესეც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი, რომ პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რას აკეთებს მისი საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე - პრემიერის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესების შედარება უკრაინულ „მაიდანთან", რომელმაც უბედურებაში გახვია ჩვენი მეგობარი ქვეყანა, არის აბსოლუტურად გაუგებარი პირადად ჩემთვის. სხვა შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ,"- აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×