|

სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, - ამ სიტყვებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და სახელმწიფოს მხრიდან მათდამი მხარდაჭერის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამაყი ვარ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მძლავრი ანალიტიკური სისტემებით, გვაქვს გამართული საკანონმდებლო ბაზა, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული სტრატეგიული ხედვები და დოკუმენტები. სამინისტროს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ავტოპარკი და შეიარაღება. პოლიციელებო, სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. აუცილებელია პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და დაფასებას. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში თითოეული თქვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია. პოლიციელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს! ერთობლივი ძალისხმევით, ღირსეული ბრძოლითა და თავდადებით ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ასე გავაგრძელებთ! გისურვებთ მშვიდ ქვეყანაში ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ხალხს!", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|