რეზონანსი
31.05.2024

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პოსტვზე" შუ­ა­დღის გა­და­ცე­მა, რომ­ლის წამ­ყვა­ნე­ბიც ირმა სო­ხა­ძე და მანუ მურ­ღუ­ლია იყ­ვნენ, და­ი­ხუ­რა. მა­შინ მომ­ღე­რალ­მა ინ­ფორ­მა­ცია არ დაგ­ვი­დას­ტუ­რა და გვი­თხრა, რომ გა­და­ცე­მა დრო­ე­ბით გა­ჩერ­და. თუმ­ცა გა­და­ცე­მას უკვე ახა­ლი წამ­ყვა­ნე­ბი ჰყავს და ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მანუ მურ­ღუ­ლია „ნი­კოს ბენდშიც“ აღარ იქ­ნე­ბა...

"წა­მო­ვე­დი. მანუ გა­უშ­ვეს და არა­ვის­თვის არ მინ­დო­და ჩემი პო­ზი­ცი­ით დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა და ვერც ჩემს თავს შე­ვუქ­მნი­დი. ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ტა­ი­მა­უ­ტი ავი­ღე, არა­ვის უთ­ქვამს, წა­დიო.

მე არ მეს­მის ეს კა­ნო­ნი დღეს ასე­თი ძვი­რი რა­ტომ ღირს, რომ ქვე­ყა­ნა ორად გახ­ლი­ჩა. ძა­ლი­ან გა­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და კი­დევ რა გვე­ლის არ ვი­ცით. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რ ტე­რორ­ში ვართ მთე­ლი ქვე­ყა­ნა. რო­დე­საც რა­ღაც არ მეს­მის, მე გვერ­დზე გავ­დი­ვარ ან ვამ­ბობ.

მე არ ვარ ნა­ცე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი. ასე­თი ნა­რა­ტი­ვია, რომ ოც­ნე­ბას თუ გა­აკ­რი­ტი­კებ, ნაცი ხარ, ეს არ გა­მი­ბე­დოს არა­ვინ, ვინც მე ნაცს და­მი­ძა­ხებს, ის თა­ვად არის ნაცი. თუ რა­მის დაბ­რუ­ნე­ბა და რე­ვან­ში არ მინ­და წარ­მო­ვიდ­გი­ნო, ეს არის ნა­ცე­ბის მობ­რუ­ნე­ბა.

კა­ნო­ნიც წა­ვი­კი­თხე, რუ­სუ­ლიც ვიცი რა არის, რა საფრ­თხე­ე­ბია. რომ არის საფრ­თხე იგი­ვე სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც რუ­სეთ­ში. არის საფრ­თხე, რომ მალე აღარ იყოს ოპო­ზი­ცი­უ­რი მე­დია, ოპო­ზი­ცი­უ­რი აზრი. 

არ მაქვს არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ­სად გა­მო­ჩე­ნის, უნდა გა­ვერ­კვე, ჩემი ქვე­ყა­ნა საით მი­დის. ძა­ლი­ან თბი­ლად მხვდე­ბა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში, ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი მი­ღი­მის, მა­ჩე­რე­ბენ, სუ­რათს იღე­ბენ. ხში­რად მქო­ნია მო­მენ­ტი, რო­დე­საც ჩემი თავი და­მიბ­ლო­კავს სამი, ოთხი, ხუთი წლით. კი­დევ მაქვს იმე­დი ჩემი არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რო­მე­ლიც დღე­საც არის, რომ გო­ნი­ე­რე­ბას მო­უხ­მობს", - განუცხადა "ამბებს" სოხაძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×