რეზონანსი
31.05.2024

არავის არ გაუვა ძალადობა და ძალადობრივი მუქარები,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

თალაკვაძე ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიმართ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა.

„ეს არის ტერორისტული შეძახილები, რომელიც არის ღიმილის მომგვრელი და არავის აშინებს ეს „ქართულ ოცნებაში". თუ კანონს დაარღვევენ და გადავლენ იმ ზღვარს, რაც კანონით არის დადგენილი და ვინმე ამას მუქარად აღიქვამს, შემდეგ შესაბამისი სტრუქტურები ამაზე კანონის შესაბამის რეაგირებას გააკეთებენ. არავის არ გაუვა ძალადობა და ძალადობრივი მუქარები", - აღნიშნა თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×