რეზონანსი
31.05.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა დაიბარეს. ანდრიუს კალინდრა შეხვდება სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორს, გია ზურაბაშვილს.

წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში ვიზიტს და რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მის სიტყვით გამოსვლას. ამასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის საგარეო უწყებაში საქართველოს ელჩის დაბარებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე ანდრიუს კალინდრას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×