რეზონანსი
31.05.2024

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინას აქვს უფლება, მიიტანოს იერიში ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„მივესალმები იმას, რომ ნატოს მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას სხვადასხვა გზით, თუმცა არ შევალ დეტალურ განხილვაში, თუ როდის და როგორ უნდა გამოიყენოს უკრაინას ესა თუ ის დახმარება. არაერთხელ მითქვამს, რომ ეს არის რუსეთის აგრესიული ომი, რუსეთი თავს დაესხა სხვა ქვეყანას, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, შეიჭრა უკრაინაში, ამიტომ უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი - ეს ასევე მოიცავს უფლებას, მიიტანოს იერიში ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებზე რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ახალ ფრონტს ხსნის ჩრდილოეთიდან [ხარკოვის ოლქში], თავს ესხმის უკრაინას არტილერიის გამოყენებით საკუთარი ტერიტორიიდან და ამ ფონზე უკრაინას უნდა შეეძლოს, მიიტანოს საპასუხო იერიში", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×