|

20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის მიმართ ძალის გადამეტება დაადგინა და შსს-ს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით აღიარა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. "ფაქტობრივად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შსს-მ გადაამეტა ძალას ჩემთან მიმართებაში. ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, მაგრამ მთავარი რაც არის, არის ის რომ აღიარა ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. იმის გამო, რომ პირველი დაზიანების შემდეგ არ დავტოვე აქცია და გადავწყვიტე ბოლომდე დამეცვა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, ამის გამო მორალური კომპენსაციის კუთხით 500 ლარის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა შსს-ს. მაგრამ მთავარი რაც არის და რაც პრინციპული პოზიცია იყო ჩემი, რომ მურუსიძის სასამართლომაც კი დაადგინა, რომ ჩემს წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას და ივანიშვილის პროკურატურასაც მოუწია ჩემთვის დაზარალებულის სტატუსის მონიჭება და ამ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განსაკუთრებით გამოჩნდა რა მოხდა მაშინ, რომ პირველი ანტისაოკუპაციო აქცია იყო, პირველი ღია დაპირისპირება იყო ახალგაზრდებთან პოლიტიკური კურსის ცვლილების გამო და მაშინაც, როგორც დღეს, ისე ბრუტალურად გაუსწორდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ახალგაზრდებს, გამიზნულად დაასახიჩრა და დასაჯა პატრიოტიზმის გამო, როგორც დღეს აკეთებს ამას ივანიშვილის ბანდა", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|