|

პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციის დაპირებებს გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ოპოზიცია არარეალურ დაპირებებს გასცემს, რის გამოც დასაცინები ხდებიან. სოზარ სუბარმა 2020 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდიც გაიხსენა, როდესაც ოპოზიციის წევრებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს და ვადამდელ არჩევნებზე საუბრობდნენ. დეპუტატის თქმით, საერთო სიის ფორმირების პროცესში ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდება.
„მერამდენედ ჰპირდებიან ქართულ საზოგადოებას არმაგედონის მოწყობას და საბოლოოდ ეს არმაგედონი მხოლოდ საკუთარი თავისთვის და პარტიებისთვის გამოსდით. ყოველ ჯერზე დასაცინები ხდებიან და მიუხედავად ამისა, ამ შეკრული წრიდან ვერ გამოვიდნენ. ოთხი წლის განმავლობაში არ ცნობდნენ არჩევნების შედეგებს და ამ პერიოდში ამბობდნენ, რომ აუცილებლად იქნება ვადამდელი არჩევნები. აი, დღესაც კი, როცა არჩევნებამდე დარჩენილია ნახევარი წელი, ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ. საბოლოოდ, ისინი [ოპოზიცია] დაიწყებენ ერთმანეთის დახოცვას, ვინ რომელ სიაში მოხვდება და რომელ ადგილზე იქნება იმიტომ, რომ კარგად იციან, რომ ორ ათეულს ვერ გასცდებიან", - აღნიშნა სუბარმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|