რეზონანსი
29.05.2024

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, გამჭვირვალობის კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად გუშინვე გადაეგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონს ხელს თვითონ მოაწერს, რადგან დიდი ალბათობით პრეზიდენტი მას ხელს არ მოაწერს.

„კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ხელმოწერას ველით. დიდი ალბათობით, პრეზიდენტი მას ხელს არ მოაწერს და შესაბამისად, კანონს ხელს მე მოვაწერ", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით დაძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×