რეზონანსი
29.05.2024

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი სალომე ზურაბიშვილის რეფერენდუმის იდეას ეწინააღმდეგება და საგანგებო მიმართვას ავრცელებს:

„1. რეფერენდუმი ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. რადგან საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპურებული აქვს რუსეთს 1990-93 წლების ომების შედეგად, 2008-შიც – აგვისტოს ომამდე! – ჩატარდა პლებისციტი და არა რეფერენდუმი;

2. პლებისციტი ჩატარებულია 2008 წელს. ხალხის ნება გამოხატულია;

3. კონსტიტუციაში უკვე წერია 78-ე მუხლი;

4. საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი;

5. ანუ მე-2-3-4 პუნქტების რევიზიას ვიწყებთ? ვის აწყობს ეს?“ – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახლა უნდა მომზადდეს რეფერენდუმი, საქართველოს სურს ევროპული თუ რუსული მომავალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×