|

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი „რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ“.
„აქამდე ივანიშვილს კომფორტის ზონაში რამდენიმე ფაქტორი ამყოფებდა: ხალხი ქუჩაში არ გამოდის; ახალგაზრდობას პოლიტიკური პროცესები არ აღელვებს; დასავლეთი ჰაეროვანი აღშფოთებით შემოიფარგლება; ივანიშვილი აქტიურად იყენებდა ამ სამ ფაქტორს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეწეოდა ამ ყველაფრის სტიგმატიზაციასაც. ამ ყველაფრის ძვალ-რბილში გაჯდომით, ივანიშვილი ხალხს თავზე გვაცვამდა უიმედობის ყულფს და საარჩევნოდ ფეხქვეშაც გამოგვკრავდა ხოლმე, მაგრამ რუსების დავალების შესრულებისას ისეთ აზარტში შევიდა, რომ თვითონ გამოიცალა მიწა ფეხქვეშ. პროტესტმა მოიპოვა უნიკალური მხარდაჭერა დასავლელისგან. სიტყვა საქმემ შეცვალა, სიტყვიერი აღშფოთება - მოქმედებამ.
გუშინ რუსებმა მხოლოდ ვეტო დაძლიეს და არა - საზოგადოების ძლიერი საპროტესტო ტალღა. ჯერ არც ბრძოლა დასრულებულა, არც ივანიშვილი, შესაბამისად არც დავმარცხებულვართ და არც საბოლოოდ გაგვიმარჯვია. შუა ბრძოლაში ვართ და შესაბამისად არც მოდუნების დროა. მთავარი პროცესი ახლა იწყება და დაგვირგვინდება ივანიშვილის დასრულებით - მის რეჟიმს არჩევნებზე უკვე ხალხი დაასანქცირებს“, - წერს ნიკა მელია.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|