რეზონანსი
29.05.2024

მოღალატეები აღმოჩნდნენ უფრო ძლიერები და ვულოცავთ მათ ამას, თუმცა ეს ძალიან დროებითია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გამჭვირვალობის კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხს.

„სამომავლოდ ზუსტად ასევე დავპირდები მოქალაქეებს, რომ ამათ ოქტომბერში გავისტუმრებთ. გამარჯვების მოლოდინი მაქვს“, - აღნიშნა კორძაიამ.

გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგოდ გაკეთებულმა განცხადებებმა და მუქარამ არ გაჭრა. ოპოზიციის რადიკალური ფრთის სურვილი, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ კანონის უკან გაწვევას აიძულებდა და შემდეგ დასცინებდა, არ შესრულდა - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დაძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×