|

"ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, უშუალოდ კანონს კი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს. "მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განსამტკიცებლად. როგორც არაერთგზის აღინიშნა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობას საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო უშუალოდ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ," უცხოელების კრიტიკის ფონზე, მხარდაჭერას მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი უცხადებს. გასულ დღეებში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კანონის წინააღმდეგ არცერთი არგუმენტი არ არსებობს. საქართველოს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის უსუსური მდგომარეობა ამ ფაქტის კიდევ ერთი უტყუარი დასტური იყო. შეგახსენებთ, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიერ წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციის გამოქვეყნებას. შეუძლებელია ამგვარი კანონის წინააღმდეგ რაიმე არგუმენტი არსებობდეს," - აღნიშნა პრემიერმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|