რეზონანსი
28.05.2024

საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, აქციას შეუერთდეს. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტთან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, პრეზიდენტი აქციაზე არ მივა. ის პარლამენტთან შეკრებილებს 21:00 საათზე ორბელიანის სასახლიდან მიმართავს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპროტესტებენ.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით დაძლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×