|

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სანქციების თემაზე და ჩვენთვის ეს თემა, უბრალოდ არასერიოზულია", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის, ისევე როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას:
"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სანქციების თემაზე და ჩვენთვის ეს თემა, უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა დააშანტაჟო ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ სხვა მსგავსი ზომით.
ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვინმე. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მყარი პოზიციები. ვემსახურებით ამ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენთვის ყოველგვარი საუბარი სანქციებზე არასერიოზულია და ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ, რადგან პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|