რეზონანსი
28.05.2024

ქართველ იანუკოვიჩს რაც შეეხება, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ნაცმოძრაობის"  დეპუტატის, დავით ხაჯიშვილის საპასუხოდ განაცხადა.

პაუაშვილის თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა დააჯილდოვა უმაღლესი ქართული ჯილდოთი იანუკოვიჩი, როდესაც პრეზიდენტი იყო.

„საინტერესოდ ახსენეთ იანუკოვოჩი. თქვენმა პარტიამ და თქვენმა ლიდერმა უმაღლესი ქართული ჯილდოთი დააჯილდოვა იანუკოვიჩი, როდესაც ის იყო პრეზიდენტი. რაც შეეხება ქართველ იანუკოვიჩს, ის ზის დღეს ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×