რეზონანსი
28.05.2024

„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, სადაც ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შედეგებს აჯამებს.

„ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების გამოცდა იქნება“, - წერს ბორელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×