რეზონანსი
27.05.2024

"ჩანს, რომ ვე­ტოს დაძ­ლე­ვას აპი­რე­ბენ, ამით სა­კუ­თარ თავს გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტა­ნენ, პო­ლი­ტი­კუ­რად თვი­თონ­ვე ყელ­ში და­ნას გა­მო­ის­ვა­მენ და იმ ტოტს მოჭ­რი­ან, რო­მელ­ზეც სხე­დან , - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე და პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" აღ­ნიშ­ნა, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ვე­ტოს დაძ­ლევს, ნა­ხა­ვენ, რა­ტო­მაა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ეფეს­ბეს" ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით მოქ­მე­დებს.

"ხვალ თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ვე­ტოს დაძ­ლევს, ნა­ხა­ვენ სი­ნამ­დვი­ლე­ში რა­ტო­მაა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი და სა­ში­ში ქვე­ყა­ნაა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. ხომ უთხრეს, რომ არ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, თო­რემ და­ის­ჯე­ბი­თო? - ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის ერთი გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, ლარ­მა რყე­ვა და­ი­წყო. ამე­რი­კა ძლი­ე­რი იმი­ტომ კი არ არის, რომ კარგ ფილ­მებს იღე­ბენ, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი სპეც­სამ­სა­ხუ­რი ჰყავთ და სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან ბრუ­ტა­ლუ­რი ქვე­ყა­ნაა მტრე­ბის მი­მართ.

მთელ მსოფ­ლი­ოს გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ­გუ­მენ­ტი არ გაქ­ვთო: ჯო­ზეფ ბო­რელს, ოლაფ შოლცს, ემა­ნუ­ელ მაკ­რონს... ყვე­ლას გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ არ­გუ­მენ­ტი არ გვაქვს, მარ­ტო თვი­თონ აქვთ არ­გუ­მენ­ტი. რა­ტომ? - იმი­ტომ, რომ "ეფ-ეს-ბე"-ს უთხრა ასე გა­ა­კე­თე­თო. ეს არის "ეფ-ეს-ბე" - ს ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით მოქ­მე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, ელი­საშ­ვილ­მა პრე­ზი­დენტ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ი­რე­ბულ "ქარ­თულ ქარ­ტი­ა­ზე" ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­ტი­აა, რად­გან ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბა­ლან­სის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

"ეს ქარ­ტია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იმი­ტომ, რომ ის იძ­ლე­ვა იმის გა­რან­ტი­ას, რომ სა­სა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს და­ემ­სგავ­სოს, პრო­კუ­რა­ტუ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რას და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ანუ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 30 წლის თავ­ზე შე­იქ­მნას ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ბა­ლან­სი, რომ ვერც ერ­თმა პარ­ტი­ამ ვერ გა­ქა­ჩოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა. არა­ვის უნდა ჰქონ­დეს 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა",- აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, ყვე­ლა რე­ფორ­მის შეს­რუ­ლე­ბის გა­რან­ტი პრე­ზი­დენ­ტი უნდა იყოს თუ არა, ელი­საშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ დღეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რა­დაც და პი­როვ­ნუ­ლა­დაც.

"მა­კო­ორ­დი­ნე­ბე­ლი ფუნ­ქცია პრე­ზი­დენტს ისე­დაც აქვს. დღეს, ოპო­ზი­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე გა­მოკ­ვე­თი­ლი ფი­გუ­რა არის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. მან მო­ა­ხერ­ხა, არა მხო­ლოდ რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბა, არა­მედ დღეს არის მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რა­დაც და პი­როვ­ნუ­ლა­დაც.

მარ­თლა რე­ფე­რენ­დუ­მი იქ­ნე­ბა, ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო, თუ რუ­სე­თი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო უნდა შე­ვიკ­რი­ბოთ",- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×