რეზონანსი
27.05.2024

ქვემო ქართლში, სტიქიამ ათობით ოჯახი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, სახლები და ქუჩები დატბორა. მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიას ებრძოდა ალეკპეროვების 5-სულიანი ოჯახი. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ჯებირებიდან გადმოსული მდინარე პირაპირ მათ საცხოვრებელ სახლში შევიდა. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ნივთები, საოჯახო ტექნიკა, დახოცილია შინაური ფრინველი. დაზარალებულებს ალტერნატიულ დროებით საცხოვრებელ სახლს მერია სთავაზობს.

ბოლნისში, ბორჩალოს ქუჩაზე, ალეკპეროვების, მსგავსად დაზარებულია 4 ოჯახი. ადიდებულმა ალგეთმა 20-მდე სახლი დატბორა სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზეც. მთელის დღის განმავლობაში, სტიქიის ზონაში სამაშველო ბრიგადები და ზარალის შემსწავლელი სპეციალური ჯგუფები იმყოფებოდნენ. მიყენებული ზიანის შედეგების დათვლა ადგილზე მიმდინარეობდა.

ბოლნისში დაიტბორა ბაზრის ტერიტორიაც. პროდუქტი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო, ნივთები წყალმა სრულად გაანადგურა. დაზარალებულია ათობით მოვაჭრე.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქვემო ქართლის 3 მუნიციპალიტეტი და 20-მდე სოფელი დააზარალა. ქირაჩმუღალოში, სასტუმრო მარანის ტერიტორიიდან სამაშველო ბრიგადებმა, ვერტმფრენით, 9 ადამიანი გამოიყვანეს.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს ის მოქალაქეც, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, მდინარეში შექმნილ კუნძულზე ჩარჩა და ნაპირზე გასვლას ვერ ახერხებდა.

სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი დღის განმავლობაში წეროვანის დასახლებაშიც. სტიქიის ზონაში, დილიდან, მძიმე ტექნიკა დატბორილ ტერიტორიასა და მთავარ გზას წმენდდა.

ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა კასპის მუნიციპალიტეტშიც. ადიდა მდინარე ქსანი და საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელი თვაურები დატბორა. მეწყრული პროცესები განვითარდა წინარეხასა და ქვათახევში. დილიდან, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს და გზის სავალი ნაწილი უკვე გაწმენდილია.

სტიქიამ ზარალი მიაყენა თიანეთის 9 სოფელს. დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე სამყაროს მოწყდა 100-მდე ოჯახი. დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზებიც, რის გამოც 600-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეექმნა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის პრობლემა თიანეთის მხოლოდ 3 სოფელში, 40 აბონენტისთვის რჩება. 4 სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზაში უკვე აღდგენილია. ქვემო ქართლში სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლა ინტენსიურად მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაზარალებული ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება დროებითი საცხოვრებელი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×