რეზონანსი
27.05.2024

პარტია „ხალხის ძალის" პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ „ქართულ ქარტიას" გამოეხმაურა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით ის, რასაც „ხალხის ძალის " წევრები დიდი ხანია ამბობენ, ასრულდა და ალტერნატიული მთავრობის შექმნის მცდელობას სათავეში სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგა. დეპუტატი განმარტავს იმასაც, რომ ეს პროცესები, უცვლელი სტრუქტურით და მექანიზმებით, ქვეყნის გარედან არის მართული.

„იგივე სტრუქტურაა და იგივე მექანიზმები, ახალს ვერაფერს ქმნიან. უბრალოდ, ამ შემთხვევაში სათავეში იქნება სალომე ზურაბიშვილი, რაზეც გვქონდა აქცენტი. მისი ხელმძღვანელობით მოხდება დაკომპლექტება. თითქოს ყველა ეთანხმება ამ ადამიანს და ამ გეგმას. იქნება მცდელობა ქვეყნის გარეთ შედგენილი გეგმა -ალტერნატიული მთავრობის შექმნა მოიყვანონ სისრულეში."- აღნიშნა ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×