რეზონანსი
27.05.2024

ისე ვიმუშავეთ 12 რეკომენდაციაზე და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი თითი თითზე არ დაუდიათ და ასეა ახლაც 9 პუნქტთან დაკავშირებით. არაფერში არ არიან ჩართულები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე დიდი ხანია მიდის მუშაობა და უკვე მიმდინარე კვირას საბოლოო ვერსიებს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.

„ერთადერთი რასაც აკეთებენ, ესა არის დესტრუქცია და ხელის შეშლა, რადგან მათი მიზანიც ეს არის, რომ რამენაირად შეაფერხონ ყველანაირი წინსვლა საქართველოსი. რაც შეეხება ჩვენს სამუშაოს, იცით, რომ ამაზე დიდი ხანია ვმუშაობთ, ეს შეეხება სხვადასხვა კანონს, როგორც საერთაშორისო სასამართლოებს, ისე ანტიკორუფციულ და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართულებას. იცით, რომ არსებობდა ვენეციის კომისიის დასკვნები ამ საკითხებზე და ამ დასკვნებზე დაყრდნობით და იმ სამუშაო პროცესით, რომელიც პარლამენტში იყო, შემუშავებულია საბოლოო ვერსიები, რომელსაც ჩვენ მიმდინარე კვირას, მესამე მოსმენით დავამტკიცებთ", - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×