რეზონანსი
26.05.2024

ნატო-ს საპარლამენტო ბიურო პრეზიდენტის ინიციატივით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ იყენებს.

„ნატო-ს საპარლამენტო ბიურო, პრეზიდენტის ინიციატივით, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს ე.წ. უცხოური გავლენების შესახებ კანონი. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. ასევე, კატეგორიულად მიუღებელია ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის ის ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ და ამბობს, რომ ამ კანონის რეინიცირება არის სიტყვის გატეხა ქართველი ხალხის და საქართველოს საერთაშორისო მეგობრების წინაშე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტიის პრესსამსახურის თანახმად, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატო-ს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ისაუბრებენ ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×